მოლდოვას პრეზიდენტი: სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას

მოლდოვას პრეზიდენტი: სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას
4-12-2022, 23:44 - 2022
374

„სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას“,  - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა. 
 
მან შეშფოთება გამოხატა სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო.
 
ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში, მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - წერს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა