გონჩარენკო: უკრაინელი ერი მადლობელია ქართველი მებრძოლების - გმირები არ კვდებიან !

გონჩარენკო: უკრაინელი ერი მადლობელია ქართველი მებრძოლების - გმირები არ კვდებიან !

4-12-2022, 21:21 - 2022
449
       

უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ გუშინ ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე ისაუბრა და სამხედროების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. 


გონჩარენკომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის საერთო ომი მტრის - რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინაში მებრძოლ თითოეულ ქართველს მადლობა გადაუხადა.  

"სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული ქართველი და უკრაინელი გმირების ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ეს ქართველი ბიჭები უკრაინისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მებრძოლები ამ ომში შეგნებულად წავიდნენ, რადგან მათ იცოდნენ, რომ რუსეთი საერთო მტერია და ეს ომიც, საერთო ომია. ეს მებრძოლები აქ საქართველოსთვის და სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ. უკრაინელი ერი მადლობელია თითოეული მოხალისე მებრძოლის რომელიც მხარში დაგვიდა. ეს ძალიან დიდი დანაკარგია. გმირები არ კვდებიან. მადლობა ყველა ქართველს რომელიც აქ არის. საუკეთესო ადამიანების დაკარგვა ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია", - განაცხადა გონჩარენკომ. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები