არველაძე: როგორ მივედით აქამდე? ბიჭები იღუპებიან და თანადგომის გამოხატვა არ შეგვიძლია

არველაძე: როგორ მივედით აქამდე? ბიჭები იღუპებიან და თანადგომის გამოხატვა არ შეგვიძლია

4-12-2022, 20:59 - 2022
781
       

"როგორ მივედით აქამდე? ბიჭები იღუპებიან და თანადგომის გამოხატვა არ შეგვიძლია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ დაწერა.


ის გუშინ უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას გამოეხმაურა.

"თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არც ერთ სიტყვას, შეგონებასა და რჩევას. 

როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლსა და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი. დიდება გმირებს", - წერს შოთა არველაძე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები