„ვიღაცები, იმათ ჭკუაში, რომ ჩამახედა გამოსულები იყვნენ და როგორ შეიძლება კიევში ასეთი ომია და ჩვენთან მშვიდობაზე ვილაპარაკოთო - ყველგან სიცოცხლე ჩქეფს, არაფერს იკლებენ, ყველაფერზე საქართველომ უნდა გადაიხადოს საფასური?! ძალიან ზედმეტს რატომ ითხოვენ?!“,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, როგორ შეიძლება ვიღაცებს დავაჩაგვრინოთ თავი, „გინდ საქართველოში, გინდაც ევროპასა და მსოფლიოში“.
„ვიღაცები, იმათ ჭკუაში, რომ ჩამახედა გამოსულები იყვნენ და როგორ შეიძლება, კიევში ასეთი ომია და ჩვენთან მშვიდობაზე ვილაპარაკოთო. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში დავდივარ და ჩვენთან, რომ უკრაინის დროშებია, ამდენი არსად არ არის. ამერიკის ტელევიზიებში ბოლოში არის გადასული უკრაინის საკითხი. ხელისუფლებები აქტიურად ეხმარებიან, უჭირს ქვეყანას... ყველგან სიცოცხლე ჩქეფს, არაფერს იკლებენ. ყველაფერზე საქართველომ უნდა გადაიხადოს საფასური?! ძალიან ზედმეტს რატომ ითხოვენ?! როგორ შეიძლება ვიღაცებს დავაჩაგვრინოთ თავი, გინდ საქართველოში, გინდაც ევროპასა და მსოფლიოში. სიმღერა, რომ არის: „ 3000 წელზე მეტი გვიცხოვრია როგორც ერსა“, ტყუილი ხომ არ არის?!. ჩვენი კულტურა, ვისზე ნაკლები ვართ?! პოლიტიკური კულტურაც ავიღოთ, ძლივს შევძელით და არ ვომობთ, ვის უნდა ვეომოთ?! იარაღსაც არ გვაძლევენ. ღმერთი გვიფარავს და ვერც შემოვა რუსეთი მეტად“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.