„ევროპისკენ მიმავლები ბოლშევიკებს მაგონებს“ - მეუფე იაკობი

„ევროპისკენ მიმავლები ბოლშევიკებს მაგონებს“ - მეუფე იაკობი
4-12-2022, 17:52 - 2022
325

„ბოლშევიკებს მაგონებს ევროპისკენ მიმავლები, მაუზერები და წითელვარსკვლავიანი ქუდები აკლიათ“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანი მოაზროვნე არსებაა და იდეოლოგიის მსხვერპლი არასდროს არ უნდა გახდეს.
 
ადამიანი მოაზროვნე არსებაა და იდეოლოგიის მსხვერპლი არასდროს არ უნდა გახდე. თორემ ბოლშევიკების პერიოდს მაგონებს ევროპისკენ მიმავალი ადამიანები, მაუზერები და ქუდები წითელი ვარსკვლავით აკლიათ, თორემ ქუჩაშიც დაგვხვრეტდნენ რამე რომ იყოს.
 
შეეშვით ეკლესიასთან ეგეთ საუბარს, არ დაგითმობთ იმიტომ რომ საქართველოს წინააღმდეგ მიდიხართ, მერე როგორ გაუძლებთ ხომ...თუ დაიწყებთ რაღაცას ჩვენც შეგვიძლია თქვენი სახე წარმოვაჩინოთ მთლიანად. კი არ გემუქრებით, უბრალოდ იცოდეთ ვისთან გაქვთ საქმე. ეშმაკი რამდენი საუკუნეა ებრძვის ღმერთს და მაინც დამარცხდება, ნუ ჩადგებით ეშმაკის სამსახურში, მაინც დამარცხდებით
“, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა