რუსული და ბელარუსული სახელმწიფო მედიების ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შესახვედრად მინსკში გაემგზავრა.
რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას სამხედრო წვრთნებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
"ჩვენ აქ ჩრდილში არ ვიმალებით. ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, თუ სად ვიდექით.
არც თქვენ [რუსეთს] და არც ჩვენ არ გვსურდა და გვსურს ეს ომი.
ყოფილმა პრეზიდენტმა, პიოტრ პოროშენკომ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, ალბათ ნახეთ, თუ რისთვის სჭირდებოდა მინსკის შეთანხმება, 2014 წლის მოლაპარაკებები და ა.შ. თურმე ომისთვის ემზადებოდა - და მაინც ჩვენ გვაბრალებენ...
გამოდის, ისინი ომისთვის ემზადებოდნენ და დღეს ამ შედეგებს იმკიან", - განაცხადა ლუკაშენკომ.