„გახსოვთ რა დავმართეთ გამსახურდიას? გუშინ იყო ზვიადი და ხვალ იქნება მიშა“, - ასე მიმართა გიორგი კაპანაძემ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრ აქციაზე.
მისი თქმით, თუ ტრაგედია მოხდება, პირადად იქნება პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი.
„გახსოვთ რა დავმართეთ გამსახურდიას? მდგომარეობა ახლაც ძალიან მძიმეა… არ მოვითხოვთ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას? გუშინ იყო ზვიადი და ხვალ იქნება მიშა...
არის საჭირო მოქმედება? ვიმოქმედოთ. არის საჭირო აქციის ორგანიზება? დავაორგანიზოთ. გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. გამოიტანეთ გადაწყვეტილება, კანონიდან და სამართლიანობიდან გამომდინარე, რათა მიეცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილს, გადარჩეს.
მიიღე გადაწყვეტილება რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მკურნალობა გააგრძელოს სხვა ქვეყანაში, რადგან ტრაგედია რომ დატრიალდეს, ისტორიული შეცდომა რომ განმეორდეს, პირადად და პერსონალურად იქნები პასუხისმგებელი“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.