ხაბეიშვილი: ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში

ხაბეიშვილი: ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში

3-12-2022, 16:43 - 2022
373
       

„ეს არის სოლიდარობის აქცია და მთელმა ქვეყანამ და ქვეყნის გარეთაც უნდა დაინახონ, რომ პრეზიდენტების სასაკლაოდ არ გადავაქცევთ ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისთან გაიმართა.


მისი თქმით, აქცია პოლიტიკური შინაარსის არ არის, თუმცა ერთი მოთხოვნა აქვს - პოლიტიკისგან დაცლილი იყოს სასამართლო პროცესი.

„ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის აქცია, თუმცა ერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ პოლიტიკისგან იყოს დაცლილი სასამართლო პროცესი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე დღეში გაიმართება და თუ სამართლებრივი იქნება ეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტ სააკაშვილს აუცილებლად გადაიყვანენ სხვა ქვეყანაში. ეს არ არის არც ვიწროპარტიული საქმე და არც პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, ეს არის ქვეყნის ღირსების საკითხი, რომ პრეზიდენტი არ მოკვდეს ციხეში“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები