ღუდუშაური სააკაშვილზე: მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა მოხდება რეაბილიტაცია?

ღუდუშაური სააკაშვილზე: მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა მოხდება რეაბილიტაცია?
2-12-2022, 21:53 - 2022
393

„მიხეილ სააკაშვილს რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს? მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი და იქ მოხდება მისი რეაბილიტაცია?“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
 
ალუდა ღუდუშაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დედამ ლობისტები დაიქირავა, რაც ბადებს კითხვას, „სააკაშვილს ექიმის ესაჭიროება თუ ლობისტი?“.
 
ჩვენ ვსვამთ კითხვას, სააკაშვილს რა სერვისი ესაჭიროება, რასაც ვერ იღებს? რომელი დარგის სპეციალისტს მოისაკლისებს, რომ ჩართული იყოს ჯანმრთელობის დაცვის პროცესში? ჩვენ ვეუბნებით, ჩამოვიყვანოთ ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან. ისმება ერთგვარი რიტორიკული კითხვა, მაგრამ ამ რიტორიკულ კითხვას აქვს ძალიან დიდი საფუძველი, რომ სააკაშვილი მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე უნდა იყოს გადაყვანილი და იქ მოხდება მისი რეაბილიტაცია? რომელი სერვისი ესაჭიროება და ვერ იღებს? რომელი დარგის ექიმი ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ არის?
 
ნაცვლად ექიმისა თუ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისა, გაქანდნენ და ლობისტები დაიქირავეს. კითხვას ვსვამ, სააკაშვილს ექიმი ესაჭიროება თუ ლობისტი. ვისთან გააფორმა დედამისმა ხელშეკრულება და ვინ დაიქირავეს? ლობისტური კომპანია. როგორც ჩანს, სააკაშვილს ლობისტი ესაჭიროება და არა ექიმი. თუ აპოკალიფსური სურათია და წარმოუდგენელი რამ ხდება, რასაც თვითონ იძახიან, ლობისტები კი არ უნდა დაიქირაონ, უნდა ეძებონ ექიმი. ლობისტები დაიქირავეს ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე განარიდონ სააკაშვილი მართლმსაჯულებას
“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
 
ღუდუშაურის თქმით, ამაოა ის მცდელობა, რომ სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან განრიდება მოხდეს.
 
საქართველოს კანონმდებლობა ნათლად განმარტავს, რომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება სააკაშვილის ქვეყნის ფარგლებიდან გასვლა, ეს არის გამორიცხული, ჩვენი კანონმდებლობა ამას არ იცნობს, შესაბამისად აქ ყოველგვარი სპეკულაცია არის ამოწურული და მე ვფიქრობ ამაოა, რასაც მიკერძოებული ე.წ. ექსპერტები, მათ შორის „ემპათია“ და სხვები აკეთებენ.
 
რაც ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის „ემპათიის“ ექსპერტებისგან გვესმის, ეს არის პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ როგორმე სააკაშვილი განარიდონ მართლმსაჯულებას. ხაზს ვუსვამ, ჯერ კიდევ ძველ რომში იყო ასეთი გამოთქმა, „მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, თუნდაც ქვეყანა დაიქცეს“. შესაბამისად, ამაოა ის მცდელობა, რომ სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან განრიდება მოხდეს, ეს არ და ვერ გამოვა
“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა