ვოლსკი - სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტას აღელვებს

ვოლსკი - სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტას აღელვებს
2-12-2022, 21:49 - 2022
322

„სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტას აღელვებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება გამოყენებული იყოს პიარულად.
 
ვფიქრობ, რეალურად, სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან ცოტა ადამიანს აღელვებს. სააკაშვილი კარგია მაშინ, როცა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მისი მდგომარეობა შეიძლება გამოყენებული იყოს პიარულად. ოპონენტებს არანაირი სამართლებრივი ან სამედიცინო თვალსაზრისით დასაბუთებული პოზიცია არ გააჩნიათ და ამიტომ ქირაობენ პიარულ კომპანიას, რომელმაც უნდა შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები
რეკლამა