„ქართულ ოცნებას“ აწყობს შექმნას ილუზორული დამოკიდებულება და ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად წარმოაჩინოს ამ შემთხვევაში დავით კეზერაშვილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობა“ მიმდინარე პროცესი ძალიან მალე უნდა დასრულდეს.
„ქართულ ოცნებას“ აწყობს შექმნას ილუზორული დამოკიდებულება და ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივად წარმოაჩინოს, ამ შემთხვევაში დავით კეზერაშვილი, სადაც ასი წელი რომ ვიცხოვროთ და წელიწადში თითო არჩევნები ჩატარდეს, ყოველთვის პრორუსი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ოლიგარქი, ბევრი მიზეზის გამო გაიმარჯვებს. დიქოტომიას ქმნის, რომ ბიძინა ივანიშვილის ვიზავი და ალტერნატივა არის აი, ეს ბატონი, რომელიც მაღალი ელექტორალური შესაძლებლობებით არ სარგებლობს. ამიტომ ვფიქრობდი, რომ იყოს წარმატებული ინვესტორი მედიაორგანიზაციაში მისასალმებელია, მაგრამ როდესაც ის აცხადებს პრეტენზიას, რომ მართავდეს პოლიტიკურ პროცესებს, აქ უკვე ხდება თავადაც და მთელი ოპოზიციური სპექტრი მოწყვლადი.
პროცესი, რომელიც შიგნით წამოვიწყეთ, სწრაფად უნდა დავასრულოთ და ამის შემდეგ ბუნებრივია, მე ვაპირებ საუბარს ყველასთან და არ გაგვიკვირდეს, „ქართული ოცნება“ ნირვანაშია, ტრანსშია და განცხრომაშია, როდესაც ქმნის დიქოტომიას და ამ თემის სიღრმეში არ ჩავალ. მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზი არის, რომ აქეთ არის - ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა არის მაგალითად, დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ერთად. აი, ამ დიქოტომიას ქმნის და განცხრომაშია. 24 საათი ამაზე საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა არის არა ქართული ოპოზიცია, არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ცალკეული ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, თუ არიან ამ პროცესებში ჩართულები, უნდა იყვნენ ავანსცენაზე და არა კულისებში. კულისებში როდესაც ხარ, ვინც არ უნდა იყო, მოწყვლადი ხდები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.