სარჯველაძე - იციან, რომ სააკაშვილის საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს

სარჯველაძე - იციან, რომ სააკაშვილის საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს
2-12-2022, 15:02 - 2022
266

„თვითონ იციან, რომ ამ საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს“, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის კრიტიკას მოსამართლე გიორგი არევაძის მიმართ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავს.


სარჯველაძე აცხადებს, რომ რეალურად მათ არ აქვთ ისეთი დიაგნოზი, რომელიც კანონმდებლობით ადამიანის გათავისუფლების საფუძველს ქმნის, ამიტომ საქმე წასაგებად განწირულია და ეს კარგად იცის ოპოზიციამ.

„დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა დანიშნულიყო ამ საქმის განმხილველ მოსამართლედ, აუცილებლად წინასწარ ანონსს გამოაცხადებდნენ, რადგან თვითონ იციან, რომ ამ საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს. დიაგნოზი არ თქმულა. აი, რომ ჰქონდეს დადასტურებული კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი დიაგნოზი მაინც, რომელიც იწვევს ადამიანის გათავისუფლებისთვის საფუძვლის შექმნას, ამას დაფარავდნენ, არ გაამჟღავნებდნენ, როგორ ფიქრობთ? მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებდნენ. იციან, რომ ასეთი არ აქვთ, წარუმატებლობისთვისაა ეს განცხადება და მოთხოვნა განწირული, მხოლოდ პიარული ფუნქცია აქვს რეალურად ამ ნაბიჯს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა