„საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის ნელი განადგურება გადაწყვიტა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის, ეშინიათ მისი და არ იციან, როგორ მოიქცნენ.
„სააკაშვილი თავისი სურვილით ჩავიდა საქართველოში და ხელისუფლების ხელში ჩაუვარდა. მისი მოკვლის ეშინიათ, გადაცემისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელა განადგურება. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. ისინი იტყვიან, რომ რას ამბობთ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავიცავით ყველა ნორმა, ექიმი დღეში ორჯერ მიდიოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.