„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, საპასუხო დარტყმით ვუპასუხოთ“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მან ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა.
„ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ ეს საკითხი რუსეთთან დიპლომატიურად მოვაგვაროთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, მათ საპასუხო დარტყმით ვუპასუხოთ, რისი ძალიან დიდი შანსია რომ მოხდეს“, - განაცხადა ბაიდენმა.