"ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს", - ეს განცხადება ნიკო კვარაცხელიას დედამ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააკეთა.
დღეს სასამართლოში მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი იმართება.
"მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყველას. რომ არა თქვენ და რომ არა გაშუქება ყველაფერი ამის, ალბათ, ეს საქმე ისე ჩაიფარცხებოდა, როგორც არაერთი.
მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა მეფეც და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო, მოუწოდა ვიღაცას, ვინც მუშაობს პარლამენტში, მოუწოდა ახალგაზრდა,ს, რომელსაც დატოვებული აქვს ქვეყანა და არის სადღაც. თუ არ მიშველით და არ დამიხსნით აქედან, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო", - ამბობს იზა ომაძე.