ჩეხეთის ელჩი: საქართველოში ექსპორტი გაორმაგებულია, რომელიც რუსეთში მიდის

ჩეხეთის ელჩი: საქართველოში ექსპორტი გაორმაგებულია, რომელიც რუსეთში მიდის

1-12-2022, 16:11 - 2022
591
       

ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს მისი ქვეყნიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა.


ის ფიქრობს, რომ ამ ექსპორტირებული პროდუქციის ნაწილი რუსეთში მიდის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნაა და ეს იქნება ერთ-ერთი კრიტერიუმი, როდესაც საქართველოს მზაობას შეაფასებენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

"ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში მიდის. ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს. ეს იქნება ერთ-ერეთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არამხოლოდ ის 12 რეკომენდაცია.

დიდი ხნის წინ ჩავამატეთ ჩვენს კრიტერიუმებში შესაბამისობა საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებთან. თუ ახლოდან დააკვირდებით, საქართველოს გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას და ზოგჯერ რთულია იმის გაგება, საქართველოს მთავრობა რატომ არ იზიარებს ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმებზე. საქართველოს პასუხი ყოველთვის ის არის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველომ, პრაქტიკულად, უნდა თქვას უარი რაიმე სახის საგარეო პოლიტიკის განვითარებაზე, თუ კი მუდმივად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შიშით იმოქმედებს", - თქვა მიკისკამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები