ხოშტარია - მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ყველაფერში, რაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას შეუწყობს ხელს

ხოშტარია - მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ყველაფერში, რაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას შეუწყობს ხელს
1-12-2022, 15:31 - 2022
269

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრ "ემპათიას" დასკვნას პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ბრიფინგით გამოეხმაურა. 


ის ამბობს, რომ ახლა სწორი პოზიციის დაკავება უმნიშვნელოვანესია. 

"პირველი - მხარს ვუჭერ აბსოლუტურად ყველა წამოწყებას იქნება ეს: ოჯახის, პარტიის, არაპარტიის...რომელიც მოემსახურება ამ საკითხის გადაჭრას. ასევე, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა აბსოლუტურად ყველაფერში, რაც შეუწყობს ხელს, რომ ეს საკითხი სწრაფად გადაიჭრას. 

მხარს ვუჭერ ბოლომდე მიხეილ სააკაშვილს, მის ოჯახს და მზად ვარ, ყველანაირად ჩავერთო ამ საკითხის უსწრაფესად გადაჭრაში. ეს არის ერთადერთი - საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება. 

არიან კონკრეტული პირები, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა: იქნება ეს პრეზიდენტი, იქნებ ეს სასამართლო, თუ ბიძინა ივანიშვილი, ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას",- თქვა ელენე ხოშტარიამ. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა