დეკანოიძე „ოცნებას“: ვურჩევ, გამოიყენონ „გუგლი“ და კარგად დააკვირდენ, რას ნიშნავს ლობისტი და რას მეგობარი

დეკანოიძე „ოცნებას“: ვურჩევ, გამოიყენონ „გუგლი“ და კარგად დააკვირდენ, რას ნიშნავს ლობისტი და რას მეგობარი
30-11-2022, 23:22 - 2022
329

„უმრავლესობას ვურჩევ, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს, რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
 
ამასთან, დეკანოიძის თქმით, აშშ- ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ლობისტია და სახელმწიფო ინტერესებისთვის არ მუშაობს.
 
მათ ძალიან კარგად იციან განმარტება თუ რას ნიშნავს პარტნიორი და მეგობარი და რას ნიშნავს ლობისტი, ლობისტები არიან ის წარმომადგენლობა და კომპანიები, რომლებშიც ძალიან დიდ ფულს იხდის "ქართული ოცნება" და მათ შორის, ყველაზე დიდი ლობისტი ბიძინა ივანიშვილის აშშ- ში არის ელჩი ზალკალიანი, რომელიც არაფერს აკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. არც ერთი კომენტარი არ გაუკეთებია საერთაშორისო არხებზე, რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა, მისი ძირითადი საქმიანობა არის იმის ლობირება, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, სხვა საქმიანობით ის დაკავებული არ არის. მეტიც, „ქართული ოცნება“ იხდის დიდი რაოდენობით ფულს და დაიქირავა ლობისტური კომპანიები, რომლებიც არა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების სასიკეთოდ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის მუშაობენ, რომ მისი ფინანსური კაპიტალი იყოს დაცული. ამიტომ ვურჩევდი უმრავლესობას, გამოიყენოს „გუგლის“ საძიებო სისტემა და კარგად დააკვირდეს რას ნიშნავს ლობისტი და რას ნიშნავს საქართველოს მეგობარი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა