უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ვებგვერდებმა მუშაობა შეწყვიტეს.
УНИАН-ის ცნობით, ასევე შეფერხებით მუშაობს Privat 24-ის საბანკო აპლიკაციები.
უკრაინის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა განაცხადა, რომ თავდასხმაში შესაძლოა რუსეთი იყოს დამნაშავე.
შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას.