„ასეთ გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს“ - კობახიძე სააკაშვილის გათავისუფლებაზე

„ასეთ გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს“ - კობახიძე სააკაშვილის გათავისუფლებაზე

30-11-2022, 21:08 - 2022
629
       

„ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის გათავისუფლეა ოპოზიციას ქვეყნის ასარევად უნდა.

ერთადერთი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ, არის ის, რომ როგორმე ქვეყანა არიონ, რაც ვერ მოახერხეს – იგივე ცხელი შემოდგომა და ასე შემდეგ. ამის მიღწევა სააკაშვილის გათავისუფლებით უნდათ. რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს და ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები