კალაძე ოპოზიციაზე - შვიდობა აღიზიანებთ

კალაძე ოპოზიციაზე - შვიდობა აღიზიანებთ

30-11-2022, 20:36 - 2022
368
       

„მათ არა სლოგანი არამედ, თავად მშვიდობა აღიზიანებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 
 
მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში კონკრეტული ჯგუფის გამარჯვებით თბილისი ომის ქალაქი იქნებოდა.
 
გასული წლინახევრის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა, არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი განმეორებაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დღეს ჩვენს ქალაქს, ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ხალხს ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ესაა მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინ სვლა. ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი, რეალური სურვილი. სინამდვილეში, მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ, უპირველეს ყოვლისა თავად მშვიდობა აღიზიანებთ. სლოგანზე თავდასხმა სწორედ, ამ ყველაფრის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები