კახა კალაძემ „ტვ პირველს“ სასამართლო დავა მოუგო

კახა კალაძემ „ტვ პირველს“ სასამართლო დავა მოუგო
30-11-2022, 20:22 - 2022
583

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ სასამართლომ კომპანიას და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
 
საქმე ეხება თბილისის მერის, კახი კალაძის სარჩელს.
 
იმის გამო რომ, კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ ტვ პირველს და მაია მამულაშვილს დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა.

ტვ პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული მაცივარი და ან ტელევიზორი.
 
ველოდებით აღსურლების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად.
 
p.s კახა კალაძე ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა ჩემია და სადაც ვმუშაობ ყველგან თან დამაქვს
“, - წერს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, კახა კალაძემ  2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში, მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტის ნათქვამი სიტყვების გამო სასამართლოში იჩივლა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ   „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია“.
მერის ადვოკატის  თქმით, ჟურნალისტის განცხადება  მიზნად ისახავდა კალაძის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის შელახვას.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა