პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.
ამის შესახებ მან "მთავარი არხის" გადაცემაში განაცხადა.
"რა მორალით უნდა გაუსწოროთ სარკეში საკუთარ თავს თუ ეს ადამიანი მოკვდება და თუ პუტინი და ივანიშვილი ხაზს გადაუსვამენ იმ პატარა წარმატებას, რაც ამ 30 წლის განმავლობაში გვქონდა. თავმჯდომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდე, შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ხვალ ერთად დაენახეთ ხალხს - აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება. გაცილებით მწარე იქნება ის შედეგი, რაც შეიძლება ამ არჩევნების შემდეგ დადგეს, თუ ადამიანებს ერთიანობის განცდა არ აქვთ და არ აქვთ იმის განცდა, რომ ივანიშვილს და პუტინს მხოლოდ ერთიანობით შეიძლება მოვუგოთ", - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.