ელისაშვილი: ღმერთმა არ ქნას სააკაშვილს რამე დაემართოს - ეს იქნება თავის მოჭრა სახელმწიფოსი და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა

ელისაშვილი: ღმერთმა არ ქნას სააკაშვილს რამე დაემართოს - ეს იქნება თავის მოჭრა სახელმწიფოსი და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა
29-11-2022, 23:46 - 2022
370

„ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ სააკაშვილი ისევ იმ გზას დაადგება, დაიწყებს შემოტევებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და იმიტომ არ უშვებს საზღვარგარეთ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
 
ალეკო ელისაშვილის თქმით, სახელმწიფომ არცერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ უნდა დაუშვას.
 
ძალიან მარტივი ამბავია: უახლოეს ისტორიაში პრეზიდენტი ციხეში არ გვყოლია, ჯერჯერობით ეს პირველი ამბავია, ასეთი პატიმრის ჯანმრთელობაზე და ზოგადად ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საპატიმროში, პასუხისმგებელია თავიდან ბოლომდე სახელმწიფო. ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილს რამე დაემართოს, ღმერთო კარგად ამყოფე, ერთმნიშვნელოვნად ეს იქნება კატასტროფა. ეს იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და ეს იქნება თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი.
 
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არცერთი პატიმრის და მით უმეტეს სააკაშვილის, რომელიც პრეზიდენტი იყო. შესაბამისად, ყველაფერია გასაკეთებელი, უცხოელი ექიმი კი არა, ვინც უნდა ის ჩამოიყვანონ, ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს ნორმალური. ცოტას, რა თქმა უნდა, ადვოკატები აბუქებენ, მაგრამ საღ-სალამათი რომ იყოს, არაფერი რომ არ სჭირდეს, ვერც მოიგონებს ამას.
 
კლინიკის განცხადება ყველაზე საგანგაშო იყო, რაც კი აქამდე მოგვისმენია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და რაც შესაძლებელია ან შეუძლებელია, ყველაფერი უნდა ქნას „ქართულმა ოცნებამ
“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა
სხვა სიახლეები