უსუფაშვილი: სააკაშვილი მკაფიოდ გვეუბნება  - „პოლიტიკურ საკითხებზე ჩემს გამოყენებას თავი დაანებეთ“

უსუფაშვილი: სააკაშვილი მკაფიოდ გვეუბნება - „პოლიტიკურ საკითხებზე ჩემს გამოყენებას თავი დაანებეთ“

29-11-2022, 23:20 - 2022
419
       

„სააკაშვილი მკაფიოდ გვეუბნება  - „პოლიტიკურ საკითხებზე ჩემს გამოყენებას თავი დაანებეთ, არ მაქვს მაგის თავი“, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, სააკაშვილის საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია.
 
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დიდი ხანია გავიდა პოლიტიკის საზღვრებიდან, ეს არის ჰუმანური, ადამიანური საკითხი და ყველა, ვინც მას პოლიტიკურად უდგება, ეს იქნება ხელისუფლება თუ ოპოზიცია, ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს. სააკაშვილი იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ ეს კაცი სრულიად მკაფიოდ გვეუბნება, პოლიტიკურ საკითხებზე ჩემს გამოყენებას თავი დაანებეთ, არ მაქვს მაგის თავი. შვილები, რომლებთანაც მეც მქონდა საუბარი, უკიდურესად შეშფოთებულები არიან იმით, მამა ცოცხალი ეყოლებათ თუ აღარ ეყოლებათ. ამ ვითარებაში პოლიტიკური ნიშნით საუბარი არის მიუღებელი, არაჰუმანური. სააკაშვილს ესაჭიროება მკურნალობა და ხელისუფლებისგან ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნებოდა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვალიფიციური კონსილიუმის მოწვევა და მისი დასკვნის შესაბამისად, მისი მკურნალობა, გადაყვანა თუ გადმოყვანა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები