„ჩემი პოზიციაა, რომ ახლა, როცა სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა და შუამდგომლობა უნდა შევიდეს, რაღაცნაირი აქტიურობა დამაზიანებელი არ იყოს, რადგან მიხეილ სააკაშვილის გაცხადებული პოზიცია ვიცით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის საკითხი დადგება, მივა.
„მე ჩემი პოზიცია ამაზე ვუთხარი ყველას, ვისაც ჩემს ძალიან ახლო მეგობრად ვთვლი. ახლა, როცა სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა და შუამდგომლობა უნდა შევიდეს, მიმაჩნია, რომ რაღაცნაირი აქტიურობა დამაზიანებელი არ ყოფილიყო, რადგან მისი პოზიცია ვიცით გაცხადებული. ახლა მთელი ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, როდის შევიდეს სასამართლოში შუამდგომლობა, თორემ, სადაც იქნება სააკაშვილის უფლებებზე საუბარი, მეც მივალ და ყველა მივა, ჩვენ ყველას გვევალება, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება დავასრულოთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 3 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იგეგმება.