მათიკაშვილი: ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ასეთი აღმშენებლობა არ ახსოვს

მათიკაშვილი: ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ასეთი აღმშენებლობა არ ახსოვს

29-11-2022, 21:10 - 2022
408
       

„ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ მასშტაბის აღმშენებლობა არ ახსოვს“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ განვითარება და პროგრესი შეეხო ყველა მიმართულებას.
 
ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იმ მასშტაბის აღმშენებლობა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რასაც ადგილი აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში,  არ ახსოვს.

განვითარება და პროგრესი შეეხო ყველა მიმართულებას, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული ტურიზმის სფეროთი დასრულებული, რაც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფლაგმანს წარმოადგენს და რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არნახული წინსვლა განიცადა.

გაზრდილი ბიუჯეტიდან კი სოციალური პროექტების დაფინანსებით, ხელფასების, პენსიებისა და დახმარებების ზრდით ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების სიღარიბის სტატისტიკური მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული, ისევე როგორც ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე
“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები