დავითულიანი სააკაშვილზე: მიხედავენ

დავითულიანი სააკაშვილზე: მიხედავენ

29-11-2022, 20:59 - 2022
447
       

„მეექვსე სეზონია ჯანმრთელობის გაუარესების“, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.

მან ასევე განაცხადა, რომ ექსპრეზიდეტნს სამედიცინო პერსონალი მიხედავს.

მიხედავს სამედიცინო პერსონალი, რომელიც არსებობს პენიტენციურ სისტემაში და საქართველოს ფარგლებში შეყვანა შეიძლება. კანონი რასაც გვეუბნება მოხდება ის. მერამდენე სეზონია, მისი ჯანმრთელობის გაუარესების, მინიმუმ 10 სერია აქვს ხოლმე და დაახლოებით მეექვსე სეზონია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე დიდი კამპანიის წარმოების და პენიტენციური სისტემა არსებობს იმისთვის, რომ თუ ეს რეალურად დგას დღის წესრიგში და რეალური პრობლემა აქვს პატიმარს მიხედოს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები