იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს"
"კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით და უარყოფით შედეგს, მე, როგორც არა ექიმს პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა ეგ ინფორმაცია შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს", - თქვა რატი ბრეგაძემ.