სარჯველაძე სააკაშვილზე: ჩვენ ვცდილობთ ამ ადამიანის დაცვას

სარჯველაძე სააკაშვილზე: ჩვენ ვცდილობთ ამ ადამიანის დაცვას

29-11-2022, 17:48 - 2022
444
       

"ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ და კარგად გვესმის პატიმრის უფლებაც, ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებაც და აუცილებლობაც“, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

"აქ ორკესტრირებულად გამომსვლელი ყველა დეპუტატი ცდილობს სხვისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არა ჰუმანიტარული მიზნებისთვის არამედ, საკუთარი პოლიტიკური, მერკანტილური მიზნებისთვის  გამოიყენონ. ეს არის განმასხვავებელი. ჩვენ ვცდილობთ ადამიანის დაცვას და უზრუნველყოფას თქვენ ცდილობთ ამ მდგომარეობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული განმასხვავებელი ჩვენს შორის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები