თბილისის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ სარწმუნოებას, საპატრიარქოს, ტრადიციებს მიზანმიმართულად ებრძვიან.
მას ჟურნალისტმა კითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქო თავდასხმის ობიექტია ოპოზიციის მხრიდან.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ მიზანმიმართული პროპაგანდა არის. ზოგადად, ეს ადამიანები ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. ებრძვიან სარწმუნოებას, საპატრიარქოს, ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ამ ყველაფერს ვხედავთ, ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახლა უფრო სააშკარაოზე აქვთ გამოტანილი და ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა, რაც ადამიანებში იწვევს გარკვეულ აგრესიას“, – ამბობს კალაძე.