კალაძე საცობებზე: თბილისში არასტანდარტული გზებია

კალაძე საცობებზე: თბილისში არასტანდარტული გზებია

29-11-2022, 17:38 - 2022
330
       

„თბილისში არასტანდარტული გზებია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა.


მან ისიც აღნიშნა, რომ მერია ქუჩებს არ ავიწროებს.

„ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მერია ავიწროებს ქუჩებს. მერია ქუჩებს არ ავიწროებს. სამწუხაროდ, თბილისში ფაქტობრივად ყველგან გვაქვს არასტანდარტული გზები. ვინც კერძო ავტომობილით სარგებლობთ, დააკვირდით, ზოგ ქუჩასა და გამზირზე არის სამი ზოლი, რომელიც გარკვეულ ადგილებში იქცევა ორ ან ერთ ზოლად - იქმნება ე.წ. ძაბრი, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ასეთია „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია. მაგალითად, გმირთა მოედნიდან ან ტელევიზიიდან გაშლილი სამი თუ ოთხი ზოლიდან, „ლაგუნასთან“ უკვე ჩნდება ორი ზოლი. ეს იწვევს საცობს, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ამიტომ, ჩვენი მიდგომაა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ, დავარეგულიროთ და პრობლემები მოვაგვაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები