გიორგი ვაშაძე: მიშა, ხელის ჩაქნევა არ შეიძლება

გიორგი ვაშაძე: მიშა, ხელის ჩაქნევა არ შეიძლება

28-11-2022, 22:37 - 2022
364
       

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.


როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განმარტა, შესაბამისი თხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უარს ეუბნებიან.

„მე ვიყავი დღეს სასამართლო პროცესზე. სხვათა შორის, მინდა თქვენს ეთერში პირველად ვთქვა, რომ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილთან შევიდე. დღეს არ იყო შესაძლებლობა, რომ გვენახა. მინდა ჩემი თვალით ვნახო მისი მდგომარეობა. ალბათ, სწორი იქნება ეს გადაწყვეტილება. მივმართე, [პარლამენტს] მაგრამ ჯერჯერობით უარს მეუბნებიან. არ ვიცი, რა ხდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, სურს, სააკაშვილი გაამხნეოს და უთხრას, რომ „ბრძოლის ჟინი დაიბრუნოს“.

„ვაპირებ უბრალოდ შევხვდე და ადამიანურად დაველაპარაკო, გავამხნეო, მათ შორის ფსიქოლოგიურად, ვფიქრობ, ამის უნარი შემწევს. ცოტა მოვაძლიეროთ ფსიქოლოგიურად, რადგან ასეთ სიტუაციაში ფსიქოლოგიური მდგომარეობა ყველაზე მნიშვნელოვანია და განვაწყოთ ბრძოლისთვის. ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. თუ ახლა ეთერში გვიყურებს, ვეუბნები, რომ მიშა, ხელის ჩაქნევა არ შეიძლება. ბრძოლისუნარიანობა და ბრძოლის ჟინი, რომელიც გქონდა, ის უნდა გამოიჩინო ისევ“, - მიმართა ვაშაძემ სააკაშვილს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები