დეკანოიძე სააკაშვილზე: ძალიან ცუდად გამოიყურება

დეკანოიძე სააკაშვილზე: ძალიან ცუდად გამოიყურება

28-11-2022, 18:43 - 2022
420
       

"ძალიან ცუდად გამოიყურება", - ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის.

"ყოველთვის ვცდილობ მიშას ჯანმრთელობაზე სიფრთხილით ვისაუბრო. ვშიშობ არ მოვახვიო ჩემი მძაფრი შთაბეჭდილებები საზოგადოებას, ან რამე სამედიცინო თვალსაზრისით არასწორად ვთქვა.

დღეს, ჩემი შთაბეჭდილება მძიმეა და ვალდებული ვარ გაგიზიაროთ. ძალიან ცუდათ გამოიყურება ფიზიკურად. შესამჩნევია თვალის გარშემო კუნთის ტრემორიც.

ეს დაადასტურა ჩემთან საუბარში მკურნალმა ექიმმაც. მისი მდგომარეობა საავადმყოფოში არ უმჯობესდება. უარესდება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები