NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა.
სტოლტენბერგის თქმით, თუ პუტინი ომს მოიგებს, ის და სხვა დიქტატორები გააგრძელებენ ძალადობას თავიანთი მიზნების მისაღწევად.
"ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ მას სამხედრო მხარდაჭერას გავუწევთ. მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა.
ეს შეიძლება ნიშნავდეს მეტ ომს და მეტ ტანჯვას. ეს ჩვენს სამყაროს კიდევ უფრო სახიფათოს გახდის. უკრაინის გამარჯვება ჩვენს ინტერესებშია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.