ბაჩო დოლიძე ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე - დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი

ბაჩო დოლიძე ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე - დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი

27-11-2022, 20:53 - 2022
435
       

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესმა შეიძლება კომიკური სახე მიიღოს - დაველოდოთ ვინ იქნება შემდეგი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომ მას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია და ახლაც ფიქრობს.


ბაჩო დოლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გაუძლებს და საბოლოო ჯამში, ძლიერი გუნდით წარდგება.

„შესაძლოა, მალე უკვე პოლიტიკური კლოუნადა ვიხილოთ „ძალიან ჭკვიანი ხალხის“ დაკვეთით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესმა შეიძლება კომიკური სახე მიიღოს - დაველოდოთ ვინ იქნება შემდეგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი როგორც კი დასრულდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია გაუძლებს ამ ვითარებებს, ამ მოქმედებებს და საბოლოო ჯამში პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდით წარვდგებით იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც მე ვფიქრობ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს პროცესი, რომელიც ახლა ხდება“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები