მეუფე ნიკოლოზი: ჯაღმაიძემ გადაამლაშა, ისრების გადატანა ჟურნალისტებზე არასწორია

მეუფე ნიკოლოზი: ჯაღმაიძემ გადაამლაშა, ისრების გადატანა ჟურნალისტებზე არასწორია

27-11-2022, 17:06 - 2022
515
       

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ იყო. 


მეუფე ნიკოლოზის თქმით, ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში თავისი პოზიცია გამოხატა. 

"შეიძლება მან გადაამლაშა და ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია. მე ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა, მან თავის პოსტზე დადო ეს თუ ეს იყო საპატრიარქოს განცხადება, მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება. ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს მისცეს უფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვას. ყოველთვის, ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება, როგორც ეკლესიის პოზიცია ისე აღიქმებოდა, ახლა შეიცვალა ვითარება. მე ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საპატრიარქოს პოზიციაა", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები