როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ენმ“-ში შიდა დაპირისპირება და ბრძოლა მიმდინარეობს.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ენმ“ როგორც პარტია დიდი ხანია აღარ არსებობს.
„ენმ, როგორც პარტია დიდი ხანია აღარ არსებობს ეს არის გარკვეული შეთქმულთა ბანაკი. დღეს რა პროცესიც მიდის ეს არის გამოძახილი საზოგადოების მხრიდან დეგრადაცია ადამიანების და შეჯიბრი ვინ უფრო ხმამაღალ განცხადებას გააკეთებს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.