ხაზარაძე: თუ ენმ-ს მერაბიშვილი დაუბრუნდება, თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავთ

ხაზარაძე: თუ ენმ-ს მერაბიშვილი დაუბრუნდება, თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავთ
25-11-2022, 23:03 - 2022
378

"თუ ენმ-ს მერაბიშვილი დაუბრუნდება, თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავთ", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი პარტიის შიდა საქმეები პარტიის შიდა საქმეებია.

"პირველ რიგში, სხვა პარტიის შიდა საქმეები, ეს მათი შიდა საქმეებია, ეს იქნება არჩევნები თუ ა.შ. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს, როგორც ყველა სხვა პარტია თუ მოქალაქე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ამ პარტიას უბრუნდება ისეთი რეაქციული ძალები, როგორიცაა მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ა.შ. მე პირადად და ჩვენი პარტია ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავთ მათთან არც თანამშრომლობის ან რაიმე ურთიერთობის გაგრძელების", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა