ზარქუა ზურაბიშვილზე: ეს ადამიანი არის არაადეკვატურობა

ზარქუა ზურაბიშვილზე: ეს ადამიანი არის არაადეკვატურობა
25-11-2022, 22:52 - 2022
287

"ეს ადამიანი არის არაადეკვატურობა", - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.

მისი განცხადებით, მან სასჯელი უნდა მოიხადოს.

"მნიშვნელობა არ აქვს, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. როცა დანაშაული არის ჩადენილი, მიდგომაა ასეთი, რომ მან სასჯელი უნდა მოიხადოს. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე, ისევე როგორც პატიმარ გვარამიაზე. მათ კონკრეტულ ბრალდებებზე აქვთ მისჯილი კონკრეტული ვადით პატიმრობა. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ის განსაკუთრებით ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ ნაცების ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი, თქვა, რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო და ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი. 

მიუხედავად იმისა, რომ თქვა, არა და არასდროსო, შეწყლებას არ გამოვრიცხავ, ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, ქალბატონ პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ქალბატონ სალომეს მართებს, რომ ინსტიტუცია დაიცვას. ასე შეურაცხყოფდნენ და ამის შემდეგ ადგე და იმ გუნდის ბელადი შეიწყალო, მე არ ვიცი", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა