„საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ან შეიძლება საერთოდ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსი გადააქცია პანდემიური და შიშისზარის დამცემი ვირუსისგან რიგით რესპირაციულ ვირუსად“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
ცერცვაძის თქმით, ბევრი სვამს კითხვას, რომ ქვეყანაში არსებული სეზონური ვირუსები უფრო საშიში ხომ არაა, ვიდრე კორონავირუსი, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსი ძალიან კარგად იმართება.
„ბევრი სვამს კითხვას, ჰონკონგის ვირუსი ან რინოვირუსი ან რესპირაციული ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი. ეს ნიშნავს ერთს, რომ კორონავირუსი იმართება ძალიან კარგად და ჩვენ მას მოვერიეთ. მაინც კორონავირუსი რჩება პოტენციურად უფრო საშიშად, მაგრამ პრაქტიკულად მათ შორის სიმძიმეში განსხვავება წაიშალა. ეს რომ მესმის მიხარია, არა იმიტომ, რომ ისინი საშიშია, ისინი ჩვეულებრივად საშიშია, როგორც იყო, კორონავირუსი აღარაა საშიში, ჩვენ მოვერიეთ კორონავირუსს და ეს არის ძალიან კარგი დამადასტურებელი არგუმენტი იმისთვის, რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ან შეიძლება საერთოდ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსი გადააქცია პანდემიური და შიშისზარის დამცემი ვირუსისგან რიგით რესპირაციულ ვირუსად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.