მდინარაძე - სახალხო დამცველის კანდიდატურებზე წინ წავიწიეთ, შევჯერდით

მდინარაძე - სახალხო დამცველის კანდიდატურებზე წინ წავიწიეთ, შევჯერდით
25-11-2022, 20:30 - 2022
319

„ოდნავ წინ წავიწიეთ, პრაქტიკულად შევჯერდით იმ კანდიდატებზე, რომლებსაც თეორიული შანსი არ გააჩნიათ, ანუ წრე უფრო ვიწროვდება“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
 
მისი თქმით, შეხვედრაზე დაახლოებით 10 კანდიდატი გამოირიცხა.
 
ვიყოთ ოპტიმისტები, რადგან ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ დღევანდელ შეხვედრას სახელი, რომ ეს იყო შეხვედრა, სადაც ოდნავ წინ წავიწიეთ იქიდან გამომდინარე, რომ საერთო პრინციპებზე, კინსულტაციების გაგრძელებაზე შევთანხმდით, ულტიმატუმების ენით საუბარი დღეს არ ყოფილა და ასევე შემიძლია გითხრათ, იყო საუბარი იმაზე, თუ ვის არ აქვს თეორიული შანსი ანუ დღეს არ გვქონდა ჩვენ ილუზია, რომ რომელიღაც ერთ კანდიდატზე შევთანხმდებოდით. პოზიტიურ კონტექტსტში შეიძლება ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე კონცენტრირება არც მიცდია მე თვითონაც იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელი იყო, ამის ილუზია ნამდვილად არ მქონდა, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ პრაქტიკულად შევჯერდით იმ კანდიდატებზე, რომლებსაც თეორიული შანსი არ გააჩნიათ. ანუ წრე ამით უფრო ვიწროვდება და ყველა შეხვედრაზე 19 და 14 კანდიდატზე არ ილაპარაკებ, ამის საშუალებას გაძლევს ვიღაცების გამორიცხვა, კანდიდატებზე რომლებზეც შევთანხმდით, რომ არც ოპოზიცია, არც უმრავლესიბა მხარს არ დაუჭერს. ამაზე შევთანხმდით, ამიტომ წინ წავიწიეთ. თუმცა, კონკრეტულ კანდიდატზე კონცენტრირება არ ყოფილა და უფრო ვიწრო კანდიდატთა წრეზე გავაგრძელებთ შემდგომ კონსულტაციებს. ორშაბათი დღე მჭირდება მე და ჩვენს გუნდს ამისათვის, რადგან მოგეხსენებათ, სასესიო კვირაა და უმრავლესობის სხდომაა და იქ ვისაუბრებთ, შესაბამისად, შემდეგ კვირას, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს. ვერ ვიტყვი რომ დიდი შანსი გაჩნდა, ვერ მივატყუებ ვერავის, მაგრამ გაჩნდა რაღაც პატარა თეორიუოი შანსი, რომ იქნებ მართლაც შევძლოთ ყველამ ერთად ერთ კანდიდატზე კონცენტრირება“, - განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა