თალაკვაძე რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის რეჟიმს თავისი სახელი უკვე დაარქვა

თალაკვაძე რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის რეჟიმს თავისი სახელი უკვე დაარქვა
25-11-2022, 00:23 - 2022
381

„საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის რეჟიმს თავისი სახელი ევროსასამართლოში დაარქვა და იქ არის უმძიმესი შეფასებები“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
 
მისივე თქმით, საქართველომ, რუსეთის ქმედებებისთვის სამართლებრივი სახელების დარქმევისთვის, საერთაშორისო სასამართლოში ბევრად ადრე იბრძოლა, ვიდრე ევროპარლამენტი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ რეზოლუციას მიიღებდა.
 
საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის რეჟიმს თავისი სახელი ევროსასამართლოში დაარქვა და იქ არის უმძიმესი შეფასებები. ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები გრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე და კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც, ევროპარლამენტმა ამაზე რეაგირება გააკეთა. ეს რომ თავის დროზე მომხდარიყო, როდესაც საქართველოში მოხდა ოკუპაცია, როდესაც საქართველოში დაირღვა იგივე, რაც დღეს დიდი მასშტაბით უკრაინაში ირღვევა, მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ, მთელი ევროპა, დასავლეთი ამ პრობლემების მოგვარების პროცესში უფრო წინ ვიქნებოდით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა