ქემოკლიძე - „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე დაირქმევს ტერორისტულ სახელმწიფოს, ვიდრე რუსეთს დაარქმევს

ქემოკლიძე - „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე დაირქმევს ტერორისტულ სახელმწიფოს, ვიდრე რუსეთს დაარქმევს

25-11-2022, 00:18 - 2022
402
       

„მმართველი პარტიის დღევანდელი პოზიციონირება გამოიყურება როგორც ადგილი გაჭედილი სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
 
კახა ქემოკლიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეს დაემართა, რადგან სწორად პოზიციონირებისთვის არც კომპეტენცია ეყო და არც გამბედაობა.
 
არც იქით არიან და არც აქეთ და ეს იმიტომ მოუვიდათ, რომ არც კომპეტენცია ეყოთ და არც გამბედაობა, რომ „ზემოთ“ შეწინააღმდეგებოდნენ ღრმა კონსპირაციით გაჯერებულ თეორიებს, რომ მაგიდაზე დებდნენ და შემდეგ როგორც საკენკს, ისე უყრიდნენ ადამიანებს. ამბობდნენ, რომ ეს ასეა და ესენიც თავს უქნევდნენ“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
 
კახა ქემოკლიძე გადაცემაში არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უკრაინას საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხარდაჭერა არ აკლია.
 
ქემოკლიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერი მთელი პროცესი „მიშა-გრიშამდე“ დაიყვანა.
 
მე ბატონ თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავებს დავუსვამდი ერთ მარტივ კითხვას, პოლიტიკურ დონეზე რა ტიპის მხარდაჭერა აქვთ გამოცხადებული უკრაინისთვის? მაგალითად, რომელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი არის ნამყოფი უკრაინაში, ვინც შეხვდა ბატონ ზელენსკის და აქვს გაცხადებული, რომ სანამ ეს დაგემართებოდათ თქვენ, მანამ ვიყავით ჩვენ... პარლამენტის თავმჯდომარე იყო იმიტომ, რომ იძულებული გახდა წასულიყო, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არასდროს არავინ ყოფილა.
 
„ქართული ოცნების“ პრობლემა რა არის იცით? უკრაინის მხარდამჭერი მთელი პროცედურა და პროცესები დაიყვანეს მიშა-გრიშამდე, ვუტრირებ, მაგრამ რეალურად ეს დადეს მაგიდაზე. უკრაინა გაუტოლეს ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მხარდაჭერას.
„ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე დაირქმევს ტერორისტულ სახელმწიფოს სტატუსს, ვიდრე რუსეთის ფედერაციას დაარქმევს იმიტომ, რომ მათ ამის არც კომპეტენცია და არც გამბედაობა არ აქვთ
“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები