თერჯოლაში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა - ქალი გარდაიცვალა

თერჯოლაში ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა - ქალი გარდაიცვალა

24-11-2022, 22:12 - 2022
985
       

თერჯოლაში, მაღაზია "მაგნიტში" ახალგაზრდა კაცმა მისი ცოლი დაწვა. 


როგორც ცნობილია, მამაკაცი მაღაზიაში შევიდა, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა და ბენზინი შეასხა. ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მაღაზიის კიდევ ერთი თანამშრომელი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები