შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წელშია ჩარჩენილი

შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წელშია ჩარჩენილი
23-11-2022, 23:21 - 2022
96

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩენილია დროს, დარჩენილია 2003 წელში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აბსოლუტური ძალაუფლება დაიბრუნოს.

„ეტყობათ, რომ ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩენილია დროს. დარჩენილია 2003 წელში. მათ შევახსენებ, რომ 2012 წელს ქართველმა ხალხმა უკვე გაიმარჯვა. გაიმარჯვა მათ მიერ შექმნილ ავტორიტარიზმზე. რა თქმა უნდა, ეს რევანშისტული განწყობები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, რომ აბსოლუტური ძალაუფლება დაიბრუნონ და ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი აღადგინონ, რა თქმა უნდა, ამას ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს. ამიტომ დრო არის, რომ შეხედონ რეალობას, რომელიც არის. ქართველი ხალხი მათ უკვე 9 არჩევნებია უარს ეუბნება, სწორედ იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც ისინი თავისი რევანშისტული განწყობებით აჩვენებენ.

დღეს ისინი ოპოზიციაში ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქცეოდნენ. ვხედავთ იგივე ზიზღის ენას, იგივე გარიყვის მცდელობებს, იგივე არაფორმალურ გავლენებს, რომელიც მაშინაც ჰქონდათ. ერთადერთი რაც მათ ახლანდელ მდგომარეობას მაშინდელი მდგომარეობიდან განასხვავებს ისაა, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლების ბერკეტები, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ სიტყვიდან გადავიდნენ საქმეზე. სიტყვით ისინი ისეთივე აგრესიულები არიან, როგორებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყვნენ. საქმეში გადაზრდას ხელს უშლის ის, რომ ქართველი ხალხი მათ უკვე 9 არჩევნებია, უარს ეუბნება და ეს ასეც გაგრძელდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა: „23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა