კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

23-11-2022, 16:19 - 2022
383
       

კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა,მოსახლეობას თავშესაფარში ყოფნისკენ მოუწოდებენ.
 
ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ის არხებში ვრცელდება.
 
განგაშისა და გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის უკრაინის რამდენიმე რეგიონში: ოდესა, მიკოლაევი, ხერსონი. საფრთხის შესახებ აფრთხილებენ მეზობელი ჟიტომირის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რაიონებისაც  და ამბობენ, რომ საშიშროება შესაძლოა დაემუქროს კიევის რეგიონსაც.
 
ასევე ცნობილია, რომ ორი რაკეტა ისროლეს ზაპოროჟიესკენ, ხოლო ერთი, ოკუპირებული მელიტოპოლიდან კრივი რიჰის მიმართულებით. ვრცელდება ცნობები, რომ ოდესის რაიონში  აფეთქებების ხმა იყო.
 
უახლოეს მომავალში განგაში სავარაუდოდ გავრცელდება უკრაინის დასავლეთ რეგიონებში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები