ნათელაშვილი: ოპოზიცია თეთრი ცხენიდან გადაჯდა ჯორზე

ნათელაშვილი: ოპოზიცია თეთრი ცხენიდან გადაჯდა ჯორზე

23-11-2022, 13:59 - 2022
465
       

„ოპოზიციურ ველზე დიდი დუღილია, მაგრამ ისეთი არა, რომ დაღვინდეს ეს უფრო დაძმარების სტადიის დუღილია, რამდენად გამოვა ღვინო ამ ძმრისგან მე არ ვიცი“, - ასე აფასებს „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციურ ველზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
 
ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა შანსი, რომლითაც ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა შეეძლო.
 
დღეს ოპოზიცია ისეთ მდგომარეობაშია, რომ თეთრი ცხენიდან გადაჯდა ჯორზე. თეთრ ცხენზე იყო, როდესაც იქ, ფანჩატურში ვიყავით და ხელისუფლება იყო ჩამონგრევის პირას, ყველა ეუბნებოდა ახალი არჩევნები ჩაატარეთ, თორემ ლეგიტიმაცია თქვენს ხელისუფლებას არ აქვს, პარლამენტს არ ჰყავდა კვორუმი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განეხორციელებინათ, თუმცა შემდეგ ზოგი დააშინეს, ზოგიც მოისყიდეს, ასევე უცხოელი მეგობრებიც ჩართეს ამაში, მათ შორის ისინიც, ვინც დღეს შავ დღეში არიან და რისხვა ატყდებათ ოლიგარქისგან“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები