ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ პატარა ხარაგაულში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კამათი სუფრასთან მოხდა. მოგვიანებით სოფლის მცხოვრებლებმა გასროლის ხმა გაიგონეს. ადგილზე მისულებმა კი ერთი დაჭრილი მამაკაცი ავტომობილში, მეორე კი ქუჩაში ნახეს.
გუჯა ბერაძე ადგილზე გარდაიცვალა, ირაკლი კიკნაძე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.