მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე ახალ თავდასხმას გეგმავენ

მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ და  მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე  ახალ თავდასხმას გეგმავენ
22-11-2022, 20:47 - 2022
331

„ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ“, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინფორმაციას, რომლის თანახმად, 29 ნოემბერს, გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით: - „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.
 
მათიკაშვილის თქმით, მიღებულია რეზოლუციები, სადაც სრულიად უსაფუძვლოდ, ამორფულად შეიტანეს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება და აცდენილია რეალობას.
 
ამ რეზოლუციის ავტორები, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები და თავად „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავს, რომლის უკან არაფერი დგას. ის, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი და საქართველოს სწრაფვა არის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ოჯახში, ამ წიაღსვლების ავტორებმა საქართველოს კონსტიტუცია გადაშალონ და კარგად ამოიკითხონ. „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის დონეზე მიიღო, რომ ქვეყანა ევროპული მიმართულებით მიდის. ყველაფერი იმ მეგობრების გამოძახილია, რაც ამ ადამიანებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან აქვთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა